"ბარსელონა": მინუს 170 მილიონი 8 ტრანსფერში

"ბარსელონა": მინუს 170 მილიონი 8 ტრანსფერში

ესპანურმა პრესამ საკმაოდ საინტერესო ფინანსური შეჯამება გამოაქვეყნა. რაც იმაში მდგომარეობს, რომ კატალონიურმა "ბარსელონამ" 8 ტრანსფერში 170 მილიონი ევრო დაკარგა.

საუბარია ფეხბურთელის ყიდვასთან და გაყიდვასთან დაკავშირებულ შედარებაზე. დავიდ ვილია "ატლეტიკოში" გაყიდვა სასაცილო 5,1 მილიონ ევრიდ (ეს იმ ბონუსების გათვალისწინებით, რომელიც შესაძლოა "ბარსამ" ვერც მიიღოს).

ამ ტრანსფერების სიას სათავეში ზლატან იბრაჰიმოვიჩი უდგას, რომელშიც კლუბმა 63 მილიონი ევრო დაკარგა. ყველაზე ჩამგდები, ფინანსური კუთხითა და ყურადღების ქვეშ უკრაინელი მცველის დმიტრი ჩიგრინსკის ტრანსფერია, რომელშიც კატალონიელბმა 25 მილიონი ევრო გაუგებრად გადაიხადეს, ერთ წელიწადში კი "შახტარში" 15-ად დააბრუნეს.

მთლიანი სია ასე გამოიყურება:
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი - მინუს 63 მილიონი

- დავიდ ვილია - მინუს 34,9 მილიონი

- ენრიკე - მინუს 16,5 მილიონი 

- ალექსანდრ გლები - მინუს 15 მილიონი

- კეირისონი - მინუს 14 მილიონი

- მარტინ კასერესი - მინუს 13 მილიონი

- დმიტრი ჩიგრინსკი - მინუს 10 მილიონი

- მაქსი ლოპესი - მინუს 4 მილიონი
ჯამში: მინუს 170,4 მილიონი ევრო

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.