”ბარსელონამ” გიუნდოგანისადმი ინტერესი აღადგინა

”ბარსელონამ” გიუნდოგანისადმი ინტერესი აღადგინა

”ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა ბორუსიის ”დორტმუნდის” გერმანელი ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის მიმართ ინტერესი აღადგინა, იტყობინება ესპანური პრესა.
კატალონიურ კლუბში უკვე ეჭვი არ ეპარებათ, რომ ტიაგო ალკანტარა კლუბს დატოვებს. ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ დაკარგა ფეხბურთელის შენარჩუნების იმედი და ახლა მის შემცვლელს ეძებს. კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე ილქაი გიუნდოგანია, რომლის თამაშმაც გასულ სეზონში კატალონიელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი უკვე ინტერესდებოდა გერმანელი ნახევარმცველით, თუმცა ტიაგოს შენარჩუნების მიზნით ეს ინფორმაციაც უარყო. ”ბლაუგრანას” გარდა გიუნდოგანის შეძენა ”რეალს” სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.