”ბარსელონამ” ”იუთუბის” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

”ბარსელონამ” ”იუთუბის” კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

საფეხბურთო კლუბ ”ბარსელონას” ოფიციალურმა იუთუბის არხმა,  ივნისის თვეში 10-მილიონ მნახველთა ბარიერს გადააჭარბა. ამხელა ნახვების რაოდენობის წყალობით ”ბარსას” არხი ყველაზე პოპულარულია, სხვა სპორტულ პლატფორმებთან შედარებით. არ უნდა დავივიწყოთ კიდევ ის, რომ ივნისის დასასრულამდე კიდევ ერთი კვირაა დარჩენილი.
რაც შეეხება ნეიმარის პრეზენტაციას, ეს იყო ”იუთუბის” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო, რომელიც ლაივ-რეჟიმში მიმდინარეობდა. მხოლოდ 3 ივნისს ამ ვიდეოს მნახველთა რიცხვი 4,1 მილიონს შეადგენდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ თუ შევკრიბავთ მომხმარებელთა მიერ ამ ვიდეოს წუთების ნახვის რაოდენობას, 38 წელიწადს მივიღებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.