ტიაგოს წლიური ანაზღაურება ”იუნაიტედში” 4,5 მილიონი იქნება

ტიაგოს წლიური ანაზღაურება ”იუნაიტედში” 4,5 მილიონი იქნება

”ბარსელონას” ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას მანჩესტერში ტრანსფერის შემთხვევაში, მისი წლიური ხელფასი 4,5 მილიონი ევრო გახდება, იტყობინება ესპანური პრესა.
Sport.es-ის თანახმად, ტიაგო და ”იუნაიტედი” შეთანხმების ყველა პირობაზე შეთანხმდნენ. აქამდე ცნობილი ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ნახევარმცველი მანჩესტერში ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა ეს ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა.
მიუხედავად ამისა, კატალონიური კლუბი მაინც ცდილობს ტიაგო ალკანტარას შენარჩუნებას. ”ბლაუგრანას” სამწვრთნელო შტაბი მზად არის მას უფრო მეტი სათამაშო დრო მისცეს. 
შეგახსენებთ, რომ ალკანტარას სატრანსფერო ფასი 22 მილიონ ევროს შეადგენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.