მოურინიო: ”ესპანური ფეხბურთი რითი გავაფუჭე?! ”ბარსელონას” ჰეგემონია რომ დავასრულე?”

მოურინიო: ”ესპანური ფეხბურთი რითი გავაფუჭე?! ”ბარსელონას” ჰეგემონია რომ დავასრულე?”

მადრიდის ”რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პასუხი გასცა კატალონიური გრანდის ნახევარმცველს, ანდრეს ინიესტას. ”ბარსელონას” ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა ესპანურ ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა. 
მე გავაფუჭე ესპანური ფეხბურთი?? ალბათ იმით, რომ ”ბარსელონას” ჰეგემონია დავასრულე. ჩემი ერთ-ერთი პრინციპი არის, რომ როდესაც გუნდიდან მივდივარ აღარ ვლაპარაკობ წარსულზე. ახლა მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ.” - განაცხადა მოურინიომ თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე ”ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს მადრიდიდან წასვლისთანავე გადაწყვეტილი ჰქონდა რომან აბრამოვიჩის კლუბში დაბრუნება. აქამდე იგი ”ჩელსის” 2004-დან 2007 წლამდე წვრთნიდა

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.