”ბარსელონამ” ლევანდოვსკის დაუმიზნა

”ბარსელონამ” ლევანდოვსკის დაუმიზნა

ევროპის წამყვანი კლუბები აგრძელებენ ბრძოლას დორტმუნდის ”ბორუსიის” ახალგაზრდა თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის შესაძენად, იტყობინება ესპანური პრესა. 

კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბი თვლის, რომ კიდევ ერთი თავდამსხმელი გუნდს შესამჩნევად გააძლიერებს, თუმცა ”ბლაუგრანა” არ აპირებს პოლონეთის ნაკრების წევრში 30 მილიონი ევრო გაფლანგოს და იმედოვნებს, რომ დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა რამდენიმე დათმობაზე წავა.

შეგახსენებთ, რომ თავად რობერტმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მას კლუბის შეცვლა სურს. ლევანდოვსკის თქმით, იგი უკვე შეთანხმებული არის იმ კლუბთან, რომლის ღირსებასაც შემდეგ სეზონში დაიცავს. ყველა დარწმუნებულია, რომ ეს კლუბი მიუნხენის ”ბაიერნია”, თუმცა დორტმუნდელთა ხელმძღვანელობის თქმით, პოლონელი თავდამსხმელის მიუნხენში არ გადაბარგდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.