„ბარსელონას“ ყველა რეკორდი ლა ლიგაში 2012/13 სეზონში

„ბარსელონას“ ყველა რეკორდი ლა ლიგაში  2012/13 სეზონში

  • "ბარსამ" ლა ლიგის მიმდინარე გათამაშება 100 ქულით დაასრულა და გააუმჯობესა 2009/10 წლების სეზონში დაგროვილი 99 ქულიანი მაჩვენებელი.
  • ბლაუგრანამ 15 ქულით მეტი დააგროვა ვიდრე მეორეადგილოსანმა "რეალმა". "ბარსას" აქამდე არასდროს ჰქონია 15 ქულიანი უპირატესობა მეორედგილოსან გუნდთან შედარებით. ბლაუგრანას საუკეთესო მაჩვენებელი 13 ქულა იყო, როდესაც 1998/99 სეზონში გაასწრო "რეალსა" და "მალიორკას".
  • კატალონიელები ლა ლიგას ლიდერობდნენ პირველივე თამაშიადან მოყოლებული, მსგავსი მიღწევა მათ 1984/85  სეზონში ჰქონდათ.
  • "ბარსელონამ" გააუმჯობესა თავისი შედეგი ერთი გოლით, გაიტანა 115 გოლი 38 თამაშში.  "ბარსა" ამ მაჩვენებლით მხოლოდ "რეალს" ჩამორჩება, რომლის რეკორდი 121 გატანილი გოლია. ტიტო ვილანოვას შეგირდები გოლს ლა ლიგის ყველა თამაშში იტანდნენ.
  • 32 გამარჯვება. მალაგასთან გამარჯვება "ბარსელონასთვის" 32-ე იყო. მზგავსი მაჩვენებელი "რეალმა" აჩვენა გასულ სეზონში.
  • ყვალაზე მეტი გამარჯვება სახლში. 18 გამარჯვება და მხოლოდ ერთი ფრე ნოუ კამპზე. კატალონიელებმა 100 ქულიდან 55 სახლში მოიპოვეს.
  • საუკეთესო სეზონის პირველი ნახევარი. ასულგრანამ შესაძლო 57 ქულიდან 55 ქულა მოიპოვა, პირველ 19 თამაშში. 11 ქულით ჩამოიტოვა "ატლეტიკო", ხოლო 18 ქულით "რეალი".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.