ზამორას ტიტული: ვიქტორ ვალდესიდან - ტიბო კურტუამდე

ზამორას ტიტული: ვიქტორ ვალდესიდან - ტიბო კურტუამდე

უკვე გადაწყვეტილი ამბავია ის, რომ 2012-13 წლების ზამორას ტიტულს მადრიდის ”ატლეტიკოს” ბელგიელი კიპერი, ტიბო კურტუა აიღებს. აქამდე, კატალონიელთა კარის დარაჯი ამ ტიტულის 4-ჯერ ზედიზედ მოპოვებას ახერხებდა, თუმცა წელს მისი ეს შესანიშნავი სერია დაირღვა. 

ტურნირის დასრულებამდე ”ატლეტიკოს”, ”ბარსელონას” მსგავსად, 2 მატჩიღა დარჩა სათამაშო, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ზამორას ტიტულს წელს ტიბო კურტუა მოიპოვებს, ვინაიდან ბელგიელმა წელს 35 მატჩი ითამაშა. აქედან 19-ჯერ მან კარის მშრალად შენარჩუნება შეძლო. ხოლო დანარჩენ 16 მატჩში 28 გოლი გაუშვა. 28 გაშვებული გოლი 35 მატჩში - იდენტური შედეგით მოახერხა ვიქტორ ვალდესმა შარშან ზამორას მოპოვება. რაც შეეხება კატალონიელთ კარის დარაჯს, ამ სეზონში მას 30 მატჩი აქვს ჩატარებული და კარის მშრალად შენარჩუნება მან მხოლოდ 9-ჯერ შეძლო. ჯამში კი ვალდესმა 33 გოლი გაუშვა.

მხოლოდ საოცრება უშველის ვიქტორ ვალდესს ამ ტიტულის ზედიზედ მეხუთედ მოპოვებაში. მან დარჩენილ 2 ტურში კარი მშრალად უნდა შეინახოს, ხოლო ტიბო კურტუამ ორ აუტსაიდერთან (”სარაგოსასთან”; ”მალიორკასთან”) მატჩში საკუთარი კარიდან 10 ბურთი უნდა გამოიღოს. დამეთანხმებით, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ”ატლეტიკო” ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომლის კარის მიმართულებითაც ჯერ-ჯერობით არცერთი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა.

მოკლედ, ჩვენ უკვე შეგვიძლია მივულოცოთ ტიბო კურტას პირველი ზამორას ტიტული, ხოლო ვალდესს არ გამოუვიდა თავის უკანასკნელ სეზონში ”ბარსელონას” მაისურით, კიდევ ერთი ზამორას მოპოვება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.