“მადრიდის ატლეტკო”VS„ბარსელონა“- დაპირისპირება სუპერ თასზე

“მადრიდის ატლეტკო”VS„ბარსელონა“- დაპირისპირება სუპერ თასზე

 "მადრიდის ატლეტიკო" და "ბარსელონა" ერთმანეთს ესპანეთის სუპერ თასზე დაუპირისპირდებიან. მას შემდეგ რაც "ატლეტიკომ" თანაქალაქელები დაამარცხა ანგარიშით 2–1 1996 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სუპერ თასზე ასპარეზობის უფლება. მათ დამატებითი დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ 17 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ მოეგოთ თასი.

1982 წლის შემდეგ ანუ მას შემდეგ რაც სუპერ თასის დაპირისპირება ჩამოყალიბდა, მადრიდელები და კატალონიელები ფინალში ერთმანეთს 4–ჯერ შეხვდნენ, აქედან სამჯერ "ბარსელონამ" აღმართა თასი .

 პირველად 1991 წელს ორი მატჩის ჯამში კატალონილება 2–1 სძლიეს მეტოქეს. ერთი წლის შემდეგ 1992 წელს ეს ორი გუნდი კვლავ დაუპირისპირდა ერთმანეთს, "ბარსელონამ" კლუბის ისტორიაში მესამე სუპერ თასის აღმართვა მოახერხა.

უკანაკნელი დაპირისპირება ამ ორ გუნდს შორის 1996 წელს შედგა. პირევლ შეხვედრაში კატალონიელებმა 5–2 სძლიეს მეტოქეს, განმეორებით შეხვედრაში კი რონალდოსა და ჯიოვანის გარეშე დარჩენილმა გუნდმა 3–1 წააგო, თუმცა საბოლოო ჯამში გამარჯვება მოიპოვა და კლუბის ისტორიაში მეხუთედ აღმართა ესპანეთის სუპერ თასი.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.