ვილაშ-ბოაში: ”ვილია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”

ვილაშ-ბოაში: ”ვილია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”

ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დავიდ ვილიას, რომელიც ზაფხულში ”ტოტენჰემში” გადასვლას აპირებს, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი უწოდა. მან ასევე ისაუბრა კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსებზე. 

ვილია უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ პრემიერ-ლიგაზე მეოთხე ადგილისთვის ვიბრძვით, გაჩნდება ჭორები ამა თუ იმ ტრანსფერთან დაკავშირებით. ეს თავისთავად ბუნებრივია, რადგან ჩვენ საკმაოდ აქტიურები ვართ სატრანსფერო ბაზარზე.” - განაცხადა ანდრე ვილაშ-ბოაშმა.

შეგახსენებთ, რომ ”ტოტენჰემს” სეზონის უკანასკნელი მატჩი ”სანდერლენდთან” აქვს დარჩენილი. ”არსენალი” კი ”შპორებს” 1 ქულით უსწრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.