ალბა: „100 ქულის მოპოვებას აუცილებლად ვეცდებით“

  • 14-05-2013, 23:15
  • ალბა: „100 ქულის მოპოვებას აუცილებლად ვეცდებით“

    მიუხედვად იმისა, რომ გუნდის მთავარი სამიზნე – ლა ლიგა უკვე მოპოვებულია, "ბარსელონას" მცველმა აღნიშნა, რომ გუნდი ყველანაირად შეეცდება დარჩენილ სამ შეხვედრაში "ვალიადოლიდის", "ესპანიოლისა" და "მალაგას" წინააღმდეგ ქულების მაქსიმალური რაოდენობა მოიპოვოს, რათა ლიგის ყველა დროის რეკორდს  გაუთანაბრდეს. "ჩვენ მხოლოდ სამი შეხვედრა დაგვრჩა და სამივე მათგანის მოგებას ვეცდებით, რადგან გვსურს მოვიპოვოთ 100 ქულა და გავუთანაბრდეთ მადრიდელებს".

    ალბას კითხვები "ბარსას" მომავალ ტრანსფერებთან დაკავშირებითაც დაუსვეს, თუმცა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სამწვრთნელო შტაბსა და დირექტორთა საბჭოზეა დამოკიდებული. "ბარსელონა" შესანიშნავი გუნდია, ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მომავალ სეზონს უფრო მეტი ტიტულით დავასრულებთ". როდესაც მას ნეიმარის შესძლო ტრანსფერზე ჰკითხეს ხორდიმ განაცხადა, რომ მან დაზუსტებით არ იცის გადმოვა თუ არა გუნდში ბრაზილიელი.

    ესპანელმა ლეო მესიზეც ისაუბრა: "ის ნომერ პირველი ფეხბურთელია, ალბათ საუკეთესო სპორტის ისტორიაში."

    "ბარსელონაში" გადმოსვლა საუკეთესოა რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო"–განაცხადა ალბამ, ასევე დასძინა, რომ ლიგის სადებიუტო წელს მოგება მის კარიერის ერთ–ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილია.

    ალბა ტიტოსა და აბიდალის გუნდში დაბრუნებასაც შეეხო: "ჩვენ რამდენიმე რთული მომენტი გავიარეთ, თუმცა ბოლოს უმნიშვნელოვანესი ტიტულის აღმართვა შევძელით".

    ბოლოს, ხორდიმ გუშინდელ მსვლელობაზეც გააკეთა კომენტარი: "ეს ჩემთვის მშვენიერი გამოცდილება იყო. მსგავსი რამ მე მადრიდში, მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვებისას განვიცადე, თუმცა საკლუბო დონეზე მსგავს მსვლელობაში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. ეს შეგრძნება გასაოცარი იყო".

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV