ინიესტა გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს

ინიესტა გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს

”ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ ”ბეტისთან” მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე მოუწოდა ხალხს, რომ წინასწარ სიტუაცია არ დაძაბონ, გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

ღვთის წყალობით, ჩვენ ძალიან მალე მოვიპოვებთ ლა ლიგის ტიტულს. პირადად მე, სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ჩვენთვის ეს ტიტული.” 

”რა თქმა უნდა, გუნდი დამოკიდებულია მესიზე, რადგან იგი ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ მაინც ფეხბურთი გუნდური თამაშია. როდესაც ლეო მოედანზეა, ჩვენ ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებთ.” 

”როდესაც ლაპარაკი მიდის გუნდში მოსალოდნელ ცვლილებზე, ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს გუნდი უკეთესობისკენ. ჩემი აზრით, ”ბარსას” ფეხბურთელების უმეტესობას შეუძლია კონკურენტურიანობა და არაერთი თამაშის მოგება. ასე, რომ არ არის აუცილებელი ამ თემასთან დაკავშირებით წინასწარ სიტუაციის დაძაბვა." - განაცხადა ინიესტამ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.