¡gracias

  • 30-04-2013, 01:57
  • ¡gracias

    რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი, რამდენი ტიტულიც არ უნდა მოიგონ ან წააგონ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, ხელმძღვანელობას, სკაუტებს, ყველას ვინც კი წლევანდელ წარმატებაში წვლილი შეიტანა, მცირედიც კი. 

    წელს ფეხბურთელებმა ბევრი ემოცია გვაჩუქეს. იყო ბევრი ქამბექი, ბევრი წყენა ბევრი სიხარული. როგორც ჩანს, წელსაც არ რჩება გუნდი უტიტულოდ და ესპანეთის ჩემპიონატს 22-ეჯერ მოიგებს. როგორ გითხრათ და როგორ დავიმედდეთ, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, თუმცა ფაქტია, ნახევარფინალამდე გუნდი ღირსეულად მოვიდა, მიუხედავად უარმავი წინაღობისა. 

    ამას დამატებული გაუთავებელი ტრავმები. ფაქტია, ფეხბურთელები გადაიღალნენ, უკვე მერამდენე წელია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, ყველა მატჩის 90%-ს შეუსვენებლიც ატარებს. ტიტო ვილანოვასა და ერიკ აბიდალის თემაზე სასაუბროდ კი ნამდვილად სხვა სტატიის დაწერაა საჭირო. 

     

    ასევე, მინდა მადლობა გადაგიხადო მკითხველო შენ, რომ კითხულობდი ჩემს 397-ივე სტატიას, მიუხედავად შეცდომებისა, ცუდი თუ კარგი ამბებისა, ემოციური თუ ბრაზიანი სტატიებისა. სამწუხაროდ, უდიდესი პრობლემების გამო ვეღარ გავაგრძელებ თქვენთვის წერას, ნამდვილად გული მწყდება, იმიტომ რომ სტატიის გამოქვეყნებისთანავე სულმოუთქმელად ველოდებოდი თქვენს კომენტარებს, შეფასებებსმ კრიტიკას, შენიშვნებს. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთვის დამეწერა სტატიები და ჩემი ნაჯღაპნი თუნდაც ერთ ადამიანს წაეკითხა. ალბათ, დავბრუნდები, იმიტომ რომ გული აღარ მომითმენს, მაშინ როცა ყველაფერი გაივლის. დრო ყველაფრის მკურნალია.. 

     

    დიდი მადლობა და დროებით!!!

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV