სანჩესი იმედგაცრუებულია "ატლეტიკთან" ვერ მოგებული მატჩის გამო

სანჩესი იმედგაცრუებულია "ატლეტიკთან" ვერ მოგებული მატჩის გამო

"ბარსელონას" ჩილელი ფორვარდი, ალექსის სანჩესი იმედგაცრუებულია "ატლეტიკთან" ვერ მოგებული შეხვედრის გამო.

"ძალიან არასასიამოვნო იყო, როდესაც გოლი გავუშვით და გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. თამაშის შემდეგ მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობ ამ ყოველივემ ჩვენ არ უნდა შეგვაწუხოს, რადგანაც მთავარი სამუშაო უკვე შესრულებულია".

ალექსისმა ასევე განაცხადა, რომ მათ კარგად იციან თუ რამხელა ძალაა გუნდისთვის მესი: "ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს მესის მოედანზე ყოფნა, ჩვენ ნამდვილად არ გაგვკვირვებია, როდესაც იგი შემოვიდა მოედანზე და სრულიად შეცვალა თამაში". - დაასრულა სანჩესმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა "სან მამესზე" ანგარიშით 2-2 დასრულდა. პირველი გოლი 27-ე წუთზე სუსაეტამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა ლიონელ მესიმ ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა, ზუსტად სამ წუთში კი ალექსის სანჩესმა მესის ბრწყინვალე გადაცემის წყალობით ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა მატჩის 90-ე წუთზე ერარამ ანგარიში 2-2 გახადა და საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.