მორატი: "ჰანდანოვიჩის მიმართ "ბარსელონას" ინტერესებთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი"

  • 26-04-2013, 14:42
  • მორატი: "ჰანდანოვიჩის მიმართ "ბარსელონას" ინტერესებთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი"

    "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კატალონიის "ბარსელონას" მხრიდან მილანური კლუბის გოლკიპერის სამირ ჰანდანოვიჩის მიმართ ინტერესთან დაკავშირებული გავრცელებული ინფორმაცია დააკომენტარა.

    "ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. თუმცა სამირი - დღევანდელი "ინტერის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, სწორედ ამიტომ, ჩვენ მისი შენარჩუნებით ვართ დაინტერესებულნი", - განაცხადა მორატიმ.

    შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონამ" "ნერაძურის" ჰანდანოვიჩის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. გოლკიპერის აგენტმა კი, თავის მხრივ, უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ იგი კატალონიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV