აგენტი: ჰანდანოვიჩი "ბარსელონაში" არ გადავა

აგენტი: ჰანდანოვიჩი "ბარსელონაში" არ გადავა

მილანის "ინტერის" სლოვენიელი გოლკიპერის, სამირ ჰანდანოვიჩის აგენტი, კლაუდია პასტორელო გამორიცხავს თავისი კლიენტის "ბარსელონაში" გადასვლას.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს კატალონიელები ჰანდანოვიჩის ყიდვას 30 მილიონის ფარგლებში შეეცდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სლოვენიელ გოლკიპერს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვება არ სურს.

"ჩვენ "ბარსელონასთან" არანაირი კონტრაქტი არ გაგვიფორმებია, სამირი ბედნიერია "ინტერში", - აცხადებს სლოვენიელი გოლკიპერის აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ჰანდანოვიჩი მილანურ კლუბში "უდინეზედან" გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.