შვაინშტაიგერი: "ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება"

შვაინშტაიგერი: "ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება"

"ბაიერნის" გერმანელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა "ბარსელონასთან" მოგებული მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ მათ დაიმსახურეს გამარჯვება.

"ჩვენ შევეცადეთ, რომ ზეწოლა მოგვეხდინა მოწინააღმდეგეზე, რამაც საბოლოო ჯამში გაამართლა. ჩვენ დრო და დრო უფრო ვუმატებდით და ვუმატებდით თამაშს. გავიტანეთ ოთხი გოლი და ვფიქრობ, რომ ჩვენ ღირსი ვიყავით ამ გამარჯვების". - აცხადებს შვაინშტაიგერი.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ საპასუხო მატჩს "ბაიერნის" წინააღმდეგ 1 მაისს "კამპ ნოუზე" ჩაატარებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.