"ბარსელონა" ოთხბურთიანი სხვაობით 1997 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

"ბარსელონა" ოთხბურთიანი სხვაობით 1997 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა

კატალონიის "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ოთხბურთიანი სხვაობით 1997 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა.

გუშინდელ შეხვედრამდე "ბლაუგრანამ" ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი, როგორც უკვე მოგახსენეთ, 1997 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, კიევის "დინამოსთან" განიცადა.

ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის ეგიდით, მიუნხენის "ბაიერნის" (0:4) წინააღმდეგ გუშინდელი განცდილი მარცხი ევროპის ამ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე კლუბისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ რეზულტატად იქცა.

საინტერესოა, რომ 1997/98 წლების სეზონში კიევის "დინამომ" "ბარსელონა" (3:0, 4:0) ჯგუფურ ეტაპზე ორჯერ გაანადგურა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.