პიკე: "გვარდიოლამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს სათვალთვალოდ არავინ არ დაუქირავებია"

პიკე: "გვარდიოლამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს სათვალთვალოდ არავინ არ დაუქირავებია"

"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ ესპანურ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლას მას თვალყურს არ ადევნებდა.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს გარკვეული დროის განმავლობაში დეტექტივები უთვალთვალებდნენ. ბარსელონაში პიკეს პირადმა ცხოვრებამ შეშფოთება გამოიწვია, რადგან იგი სპორტული რეჟიმის დარღვევასა და ღამის კლუბებში აქტიურ მონაწილეობაში დაადანაშაულეს. სწორედ ამიტომ, პრესა არ გამორიცხავდა, რომ ფეხბურთელზე თვალყურის დევნება გვარდიოლას ინიციატივა იყო.

"თავის დროზე ეს ყველაფერი უკვე დავაკომენტარე. ძალიან უსიამოვნო სიტუაციაა და მირჩევნია ამაზე ფოკუსირება არ მოვახდინო. რაც შეეხება გვარდიოლას, მან უკვე დამირეკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა. პეპი თვალყურს არ მადევნებდა და ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა", - განაცხადა პიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.