სანჩესი: "ბარსელონაში" დარჩენა და წარმატებების მიღწევა მსურს

სანჩესი: "ბარსელონაში" დარჩენა და წარმატებების მიღწევა მსურს

"ბარსელონას" თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ მის გეგმებში სხვა კლუბში გადაბარგება არ შედის, იტყობინება ესპანური პრესა.

"თუ ამ დონეზე თამაშს გავაგრძელებ, მაშინ დარწმუნებული ვარ, რომ "ბარსელონაში" წარმატებას მივაღწევ. მომდევნო სეზონშიც ჩემს ამჟამინდელ გუნდში მსურს ასპარეზობის გაგრძელება. ეროვნული ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულების მოგება ჩვენი მიზანია", - განაცხადა სანჩესმა.

შეგახსენებთ, ადრე იტყობინებოდნენ, რომ სანჩესის გადაბირებით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. გავრცელებული ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მზად იყო ჩილელი არენდის წესით აეყვანა მისი კონტრაქტის შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.