სუბისარეტა: ექიმებს მესისთვის "ბაიერნთან" თამაშის ნება ჯერ კიდევ არ დაურთიათ

სუბისარეტა: ექიმებს მესისთვის "ბაიერნთან" თამაშის ნება ჯერ კიდევ არ დაურთიათ

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ განაცხადა, რომ ლიონელ მესი "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის გასამართად გუნდს მიუნხენში გაჰყვება, იტყობინება ესპანური პრესა.

მიუხედავად ამისა, არგენტინელს ექიმებისგან მომავალ დაპირისპირებაში მონაწილეობის ნებართვა ჯერ კიდევ არ მიუღია.

"მესი უკვე ისეთ კონდიცებში იმყოფება, რომ თამაში შეუძლია, თუმცა მას ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ კიდევ არ მიუღია. მიუხედავად ამისა, თუ იგი გუნდთან ერთად მიუნხენში მიემგზავრება, მაშინ, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ლეო მოედანზე გავა", - განაცხადა სუბისარეტამ.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აწუხებდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.