გუნდი მიუნხენშია (სურათები)

გუნდი მიუნხენშია (სურათები)

 

გუნდი მიუნხენში ჩაფრინდა. ”ბარსელონას” თვითმფრინავმა ”ელ პრატის” აეროპორტი 12:30 საათზე დატოვა და გერმანიაში 2 საათის შემდეგ ჩაფრინდა. გუნდთან ერთად იმყოფებიან პრეზიდენტი სანდრო როსელი, დირექტორები სუსანა მონჟე, ტონი ფრეიშა, ჟორდი მოიქსი, პილარ გუინოვარტი, რამონ პონტი, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი და სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა.

გერმანიშა ტიტო ვილანოვას მიერ განაცხადში შეყვანილი 21 ფეხბურთელი გაემგზავრა. ფეხბურთელები სასტუმროში დაბინავდებიან და 19 საათამდე დაისვენებენ. ამ დროს ”ალიანს არენაზე” გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს. სესიის დაწყების წინ ჟორდი როურა ერთ ფეხბურთელთან ერთად პრეს-კონფერენციას გამართავს.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.