შვაინშტაიგერი "ბარსელონასთან" ითამაშებს

შვაინშტაიგერი "ბარსელონასთან" ითამაშებს

"ბაიერნის" ნახევარმცველმა კოჭის დაზიანება მოიშუშა.

მოგეხსენებათ, კოჭთან დაკავშირებული პრობლემების გამო "რეკორდმაისტერის" ლიდერმა "ჰანოვერთან" (6:1) დაპირისპირება გამოტოვა და "ბარსელონასთან" გასამართ პირველ მატჩში მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

ახლა კი, "ბაიერნის" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ ბასტიანს ყველაფერი წესრიგში აქვს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ემზადება.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნისა" და "ბარსელონას" თამაში სამშაბათს, 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.