პეპე რეინა მხარს უჭერს “ბარსელონას” რომის ფინალში

პეპე რეინა მხარს უჭერს “ბარსელონას” რომის ფინალში

"ლივერპულის” გოლკიპერმა პეპე რეინამ აღნიშნა რომ, მას აღარ სურს ზედიზედ მეორედ იხილოს "მანჩესტერი” ევროპული საკლუბო ტურნირების მწვერვალზე და იმედოვნებს მისი ყოფილი გუნდი შეძლებს წითელი ეშმაკების დამარცხებას.რეინას ამჟამინდელმა კლუბმა, "ლივერპულმა” წელს ორჯერ მოახერხა სერ ალექს ფერგიუსონის დამოძღვრილი "მანჩესტერის” დამარცხება და იგი იმდოვნებს რომ ამას კატალონიელებიც მოახერხებენ.

ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა” მოახერხა Carling Cup -ის, პრემიერ ლიგის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება და ამის გამო რეინას აღარ სურს კიდევ ერთხელ იხილოს წითელი ეშმაკები ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ადგილზე.

რეინა იმედოვნებს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდი გადაიღებს იმ სტილს "მანჩესტერის” წინააღმდეგ, რომელსაც რაფაელ ბენიტესი აკეთებდა ამ სეზონში და რომელმაც გაამართლა.

RAC-1 რადიოსთან ინტერვიუში რეინამ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია "ბარსელონას” წითლების დამარცხება.

"ეს მართალია, რომ "მანჩესტერის” დამარცხება სეზონში ორჯერ არაა ესე ადვილი”.

"მთავარი რამ, რითაც ჩვენ "მანჩესტერის” დამარცხება შევძელით არის მოკლე პასები. ვიმედოვნებ კატალონიელებიც ამას გააკეთებენ და შეძლებენ მოწინააღმდეგის დამარცხებას. მე ვგულშემატკივრობ მათ, რადგან ისინი არიან ესპანელები და მე არ მინდა ჩემი კლუბის მოსისხლე მტერმა კიდევ ერთხელ მოიგოს ეს ტურნირი”.

წყარო www.goal.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.