ალვესი: "ვილიასა და სანჩესს არ გავყიდდი"

ალვესი: "ვილიასა და სანჩესს არ გავყიდდი"

"ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დანიელ ალვესი თავის თანაგუნდელებს, დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესს მხარს უჭერს. გავრცელებული ინფორმაციით, ასტურიელმა და ჩილელმა შემტევებმა, შესაძლოა, კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვონ.

"ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ ფეხბურთელებს შევინარჩუნებდი. მათთან ერთად თამაშით მოხარულნი ვართ. ისინი დიდი პროფესიონალები არიან. სწორედ ესაა მათი მაღალი შედეგიანობის მიზეზი.

ნეიმარი? მის შესაძლო გადმოსვლასთან დაკავშირებით საუბარი არ მსურს, რადგან ჩემს სიტყვებს ზედმეტი აურზაური მოჰყვება ხოლმე." - აცხადებს დანი ალვესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.