ბუსკეტსი:" თუ საჭირო იქნება, დაცვაში ვითამაშებ"

ბუსკეტსი:" თუ საჭირო იქნება, დაცვაში ვითამაშებ"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, რომ თუ გუნდს მისი დახმარება დასჭირდება, ის მზადაა დაცვის ცენტრში ხერარდ პიკეს შეუწყვილდეს. 

"თუ საჭირო იქნება, ცენტრში ვითამაშებ. ამ პოზიციაზე თამაშ უკვე შევეჩვიე და ვფიქრობ მზად ვარ. ბევრი ტრვმირებული გვყავს, მაგრამ პოზიციით ცენტრალური მცველები კიდევ არიან. ვფიქრობ შემიძლია გუნდს ყველა ასპექტში დავეხმარო."

"უკვე ვისწავლეთ, რომ ლეო მესის გარეშე ასეთი რთული მატჩის ჩატარება ძალიან გვიჭირს. ეს ბუენბრივიცაა, ის მსოფლოში საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც უნიკალურ წარმატებას აღწევს. მისი რეკორდების რაოდენობა კოლოსალურია, მაგრამ მაინც აგრძელებს მაღალ დონეზე თამაშს." - დაასრულა ბუსკეტსმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.