კრუიფი სანჩესს აქებს

კრუიფი სანჩესს აქებს

ყოფილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა ალექსის სანჩესზე ისაუბრა და თქვა, რომ "ჩილელი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, მას აქვს ის თვისებები რაც სხვებს არ გააჩნიათ".

"ალექსისს ძალიან ბევრს აკრიტიკებენ. ამბობენ, რომ ის "ბარსელონას დონის ფეხბურთელი არაა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მე ვნახე მისი თამაში "მალიორკას" წინააღმდეგ, მივხვდი, რომ ის საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია და აქვს ის თვისებები, რაც სხვებს არ გააჩნიათ".

"მისი პირველი გოლი ტექნიკურად უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. მისმა დუბლმა და ორმა საგოლე გადაცემამ კი შეხვედის ბედი გადაწყვიტა".

"რა თქმა უნდა, სანჩესი მესი არ არის, მაგრამ გუნდი ბედნიერი უნდა იყოს, რადგან მის რიგებში ირიცხება ასეთი მაღალი დონის მოთამაშე." - განაცხადა კრუიფმა 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.