გულშემატკივრების უმეტესობას მესის პსჟ-სთან მატჩში ხილვა არ უნდა

  • 9-04-2013, 12:08
  • გულშემატკივრების უმეტესობას მესის პსჟ-სთან მატჩში ხილვა არ უნდა

    ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca გააკეთა ძალიან საინტერესო გამოკითხვა ”ბარსას” გულშემატკივრებში. კითხვა იყო ასეთი: გსურთ თუ არა ლიონელ მესის ხილვა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში?

    გამოკითხვის შედეგი შემდეგია: კულეების უმეტესობა, კერძოდ 55% ფიქრობს, რომ მესის მოედანზე გამოყვანა არ არის მიზანშეწონილი. ხოლო რაც შეეხება დანარჩენ 45%-ს, ისინი თვლიან, რომ არგენტინელმა აუცილებლად უნდა მიიღოს პსჟ-სთან მატჩში მონაწილეობა.

    შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის ჩატარებულ პირველ შეხვედრაში ლეომ დაზიანება მიიღო და ითამაშებს თუ არა ის ხვალინდელ შეხვედრაში ჯერ კიდევ საეჭვოა. 

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV