მესი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

მესი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავმა ლეო მესიმ შესაძლოა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს და მიზეზი ტრავმის გაღიზიანების თავიდან აცილებაა. 

მესიმ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ მატჩში "პსჟ-ს" წინააღმდეგ მიიღო და გამოტოვა ერთი ლა ლიგის მატჩი. როგორც მესიმ განაცხადა ის თავს კარგად გრძნობს და სურს თამაში, მაგრამ საპირისპიროს ამბობენ კლუბის ექიმები. 

ისინი არ უნთებენ მწვანე შუქს არგენტინელს, რადგან არსებობს შანსი იმისა, რომ ტრავმა გაღიზიანდეს და უფრო სერიოზულ დაზიანებაში გადაიზარდოს. ეს კი ფეხბურთელის კარიერისთვის საშიშია. ექიმები ურჩევენ სამწვრთნელი შტაბს, რომ ფეხბურთელმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყოს და შემდეგ შეუერთდეს გუნდს. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.