დელ ბოსკე: "ჩავი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს"

  • 26-03-2013, 13:44
  • დელ ბოსკე: "ჩავი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს"

    ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე აცხადებს, რომ გუნდის კატალონიელი ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი თავად გადაწყვეტს, ითამაშებს თუ არა საფრანგეთის წინააღმდეგ.

    როგორც იცით, ჩავიმ ტრავმა ახლახანს მოირჩინა და არსებობს რისკი, რომ საფრანგეთთან მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში, მან კვლავ ლაზარეთს მიაშუროს. გულშემატკივართა ნაწილის აზრით, გარისკვა არ ღირს და დელ ბოსკემ ჩავის დასვენების საშუალება უნდა მისცეს, ხოლო მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღების უფლებას თავად ფეხბურთელს უტოვებს.

    "ჩავის საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის შეფასება იმაზე კარგად შეუძლია, ვიდრე სხვას. თუ ის იტყვის, რომ მზადაა, მაშინ ითამაშებს." - აცხადებს დელ ბოსკე, რომელიც ჩავის ქებას არ ერიდება - "ის არის ნახევარმცველი, რომელსაც მოედანზე ყველაფრის კეთება შეუძლია."

    შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და ესპანეთის დაპირისპირება ამაღამ, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიმართება.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV