ბუსკეტსი: "დელ ბოსკემ ჯილდო დამსახურებულად მიიღო"

ბუსკეტსი: "დელ ბოსკემ ჯილდო დამსახურებულად მიიღო"

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელმა ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ფიფას ჯილდოსთან დაკავშირებით, მოურინიოს გამონათქვამებს პასუხი გასცა.

"ახლა, დროა ვისაუბროთ იმ სანაკრებო მატჩებზე, რომლებიც მოგვიახლოვდა. თუმცა, მინდა ვუპასუხო ჟოზე მოურინიოს გამონათქვამებს ფიფას ჯილდოსთან დაკავშირებით და განვაცხადო, რომ ვისენტე დელ ბოსკემ საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო დამსახურებულად მიიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც ყოველთვის, მოურინიოს გამონათქვამმა დელ ბოსკეს განწყობაზე ვერც ამჯერად იმოქმედა. ვისენტეს, როგორც ყოველთვის, ყველაფერი რიგზე აქვს." - დაასრულა ბუსკეტსმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.