პუიოლისთვის სეზონი დასრულდა?

პუიოლისთვის სეზონი დასრულდა?

"ბარსელონას" კაპიტანს, კარლეს პუიოლს, პარასკევს საღამოს, მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს და ის გუნდს ხანგრძლივი დროით გამოაკლდა. ესპანური პრესის ცნობით, კაპიტანი "ბარსას" პსჟ-სთან ორივე თამაშში დააკლდება და არაა გამორიცხული, მან მიმდინარე სეზონში ვეღარც ითამაშოს.

ბოლო მატჩებში, პუიოლი ტრავმირებული მუხლით თამაშობდა. მარჯვენა ფეხის მუხლის ტკივილის გამო, მან "მილანთან" სრულად თამაში ვერ მოახერხა. იმის გამო, რომ ფეხბურთელს ტკივილებმა არ გაუარა, მას დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და გადაწყდა, რომ 34 წლის ფეხბურთელი საოპერაციო მაგიდაზე უნდა დაწოლილიყო.

პუიოლის გამოჯანმრთელების ოფიციალური ვადები ცნობილი ჯერჯერობით არაა. შაბათს, ადგილობრივი დროით 12 საათზე, გუნდის ექიმები კუგატი და პრუნა პრესკონფერენციას გამართავენ და საზოგადოებას მეტ ინფორმაციას მიაწვდიან. მანამდე კი, ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ცნობებით შემოვიფარგლებით - პუიოლი პსჟ-სთან ნამდვილად ვერ ითამაშებს და შესაძლოა, მისთვის სეზონი დასრულებულიც იყოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.