"ბარსას" კალათბურთელები ესპანურ ვერცხლს დასჯერდნენ

"ბარსას" კალათბურთელები ესპანურ ვერცხლს დასჯერდნენ

ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის დაწყებამდე "რეგალ ბარსელონას" ძალზე კარგი შანსი ჰქონდა ისტორიაში მეორედ შეესრულებინა ჰეთ-თრიკი. ამისათვის ხავიერ პასკუალის შეგირდებს "კახა ლაბორალის" ბარიერი უნდა დაეძლია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, აქამდე პლეი-ოფებში დაუმარცხებელი კატალონიელები ფინალურ სერიაში 0:3 განადგურდნენ.

სერიის პირველი მატჩი "რეგალ ბარსელონამ" საკუთარ კედლებში 58:63 დათმო, რასაც იმავე სტადიონზე 69:70 მარცხი მოაყოლა. ორი მატჩის შემდეგ, სერიამ ბასკეთში გადაინაცვლა, სადაც "რეგალ ბარსელონას" აუცილებლად მოგება სჭირდებოდა საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად. პასკუალის შეგირდები მე-4 მეოთხედის დაწყებამდე ერთი ქულით იგებდნენ, მაგრამ მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 66:66 დასრულდა. ოვერტაიმში მასპინძლებმა ერთბურთიანი სხვაობით იმარჯვეს 13:12 და საბოლოოდ მატჩიც, სერიაც და ჩემპიონატიც მათი გამარჯვებით დასრულდა.

კატალონიელთაგან ყველაზე მეტი, 18 ქულა ნავარომ მოაგროვა. შემდეგ მოდის რიკი რუბიო 14 ქულით.

მიუხედავად ამ მარცხისა, "რეგალ ბარსელონა" მაინც რჩება ევროპის საუკეთესო კლუბად. შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა წელს როგორც ევროლიგა, ასევე ესპანეთის თასი მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.