ლეო მესი: 301 ოფიციალური გოლი ”ბარსას” მაისურით

ლეო მესი: 301 ოფიციალური გოლი ”ბარსას” მაისურით

 არ არსებობს დაუმყარებელი რეკორდი ლეო მესისთვის. მესიმ შეძლო 301 ოფიციალური გოლის გატანა ბლაუგრანას მაისურით. არგენტინელს ამდენი გოლის გასატანად დაჭირდა მხოლოდ და მხოლოდ 366 მატჩი. მისი საშუალო შედეგიანობა არის ერთ მატჩში 0.82 გოლი. სადებიუტო გოლი ლეომ შეაგდო 2005 წლის 1 მაისს, კამპ ნოუზე ”ალბასეტეს წინააღმდეგ, ხოლო გუშინ მან შეძლო მე-300-ჯერ და 301-ხელ მეტოქის კარის აღება. ასევე მან მოახერხა ლა ლიგის 14 მატჩში ზედიზედ თავის გამოჩენა.

48 გოლი ამ სეზონში 

 ”ბარსას” ათიანმა ამ სეზონში გოლის გატანა თითქმის ყველა მატჩში შეძლო. მას დაუჯერებელი სტატისტიკა აქვს. ლა ლიგაში მისი საშუალო შედეგიანობა არის თითო თამაშში 0.86 გოლი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - 0.75. მესი აუმჯობესებს თავის შარშანდელ მაჩვენებლებსაც. მე-100 გოლი მან ”სევილიას” შეუგდო 2010 წლის 17 იანვარს. მე-200 ბურთი მან 2011 წლის 1 ნოემბერს ”ვიკტორია პლზენს” გაუტანა, ხოლო კიდევ 100-ჯერ მეტოქის კარის აღებას იგი მხოლოდ და მხოლოდ 1 წელიწადსა და 3 თვეს მოუნდა. ამ სეზონში არგენტინელმა ლა ლიგაში 37 ბურთი შეაგდო, ხოლო ყველა შეჯიბრებაზე ერთად 48-ჯერ გამოიჩინა თავი.

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.