ზაფხულში "ბარსა" 50 მილიონ ევროს დახარჯავს ტრანსფერებზე

პრე-სეზონის დროს გუნდის გასაძლიერებლად "ბარსელონა" 50 მილიონ ევროზე ნაკლებს არ დახარჯავს, იტყობინება "Mundo Deportivo".
ამავე წყაროს ინფორმაციით ამ თანხას ასევე დაემატება ის ფული, რომელსაც კლუბი მოთამაშეების გაყიდვით ან არენდის გაშვების შემთხვევაში მიიღებს. გადაწყვეტილია ის, რომ ზაფხულში კლუბი შეიძენს მეკარეს და ცენტრალურ მცველს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ბარსელონა" ზაფხულში შეეცდება მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას ვიქტორ ვალდესის შემცვლელად. ასევე კლუბი აკვირდება მარკ ჰუმელსს და დავიდ ლუიზს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]