ვილიას ოპერაცია სჭირდება

ვილიას ოპერაცია სჭირდება

"ბარსელონას" ასტურიელი თავდამსხმელი დავიდ ვილია, უახლოეს საათებში, თირკმელზე ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც, "გრანადასთან" მისი თამაში საეჭვოა.

კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ვილიას მწვავე ტკივილები აწუხებდა, რის გამოც, სამედიცინო შტაბმა მისთვის თირკმელზე ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.

მიუხედავად იმისა, რომ ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო, საქმე არც ისე ცუდადაა. ოფიციალური ინფორმაციით, ვილიას თამაში საეჭვო გუნდის უახლოეს მატჩშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, "მილანთან" გასამართი დაპირისპირებისთვის, ის მზად უნდა იყოს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.