საპატიო კორიდორი ჩემპიონებს

საპატიო კორიდორი ჩემპიონებს

გუშინ საღამოს ონო ესტადიმ უმასპინძლა ლა ლიგის ახალ ჩემპიონს, სადაც თავის მხრივ "მალიორკას” ფეხბურთელბმა საპატიო კორიდორი გაუკეთეს "ბერსელონელებს”, რომლის შემადგენლობის დიდი ნაწილი რომის ფინალისთვის ემზადება.

ამ მატჩს არანაირი მოტივაცია არ ქონდა, გარდა ეტო’ოს პიჩიჩისთვის ბრძოლისა, მან მოახერხა და ერთი გოლი გაიტანა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ესპანეთის და საერთოდ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჩემპიონატების ბომბარდირობას (ოქროს ბუცს). სანამ თამაში დაიწყებოდა უკვე გარკვეული იყო ლა ლიგის ჩემპიონის ვინაობა და ამიტომაც კატალონიელები ონო ესტადიზე გადახალისებული შემადგენლობით გავიდნენ. ამ მატჩისთვის და ჩემპიონის, "პეპის გუნდის” მისაღებად ონო ესტადი გაივსო მაყურებელებით.

წყარო www.marca.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.