„ბარსა“-„ოსასუნა“ - საინტერესო ფაქტები

  • 28-01-2013, 19:06
  • „ბარსა“-„ოსასუნა“ - საინტერესო ფაქტები

    "ბარსელონასა" და "ოსასუნას" შორის გამართულ მატჩში, რამდენიმე ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელზეც კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრების ყურადღება მიაპყრო.

    • დავიდ ვილიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატში, უკანასკნელად, ასეთი რამ 2011 წლის 29 ნოემბერს, "რაიოს" წინააღმდეგ მოხდა.
    • ასევე სრულად ითამაშა ტიაგო ალკანტარამ, რაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა.
    • "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ტიაგომ გააკეთა. მისი 130 პასიდან 119-მა ადრესატამდე მიაღწია.
    • "კამპ ნოუზე" თავისი ბოლო 2 ვიზიტის დროს, "ოსასუნამ" 13 გოლი გაუშვა. 0:8 წაგების შემდეგ, პამპლონელები 1:5 დამარცხდნენ.
    • მიუხედავად იმისა, რომ სერხიო ბუსკეტსმა მხოლოდ 75 წუთი ითამაშა, მან მაინც მოახერხა გუნდისთვის ბურთის ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ მოპოვება.
    • ლიონელ მესიმ ლა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაშში გაიტანა.
    • კარგ ფორმაშია პედროც. მან მეტოქის კარის აღება ზედიზედ მესამედ მოახერხა, რაც 2011 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge