"კლასიკო" "დელ რეის თასზე"

"კლასიკო"  "დელ რეის თასზე"

კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" მეშვიდედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს "სამეფო თასის" 1/2 ფინალში. სულ "დელ რეის თასზე" "კლასიკო" 31-ჯერ გაიმართა, საიდანაც 15 "ბარსამ" მოიგო, 6 ფრე და 10-ჯერ მადრიდელებმა იმარჯვეს. ბოლოს 1/2 ფინალში "კლასიკო" 1992/13 წლების სეზონში გაიმართა, რომელშიც წარმატებას "ბლანკოსმა" მიაღწია და ფინალში გავიდა. რაც შეეხება სხვა ეტაპებს, ბოლოს ეს ორი გრანდი ერთმანეთის პირისპირ შარშან წარსდგა 1/4 ფინალში. ორი მატჩის ჯამში შემდეგ ეტაპზე კატალონიელებმა გააღწიეს.

 

"კოპა ალფონსოდან" "კოპა დელ რეიმდე"

ესპანეთის თასმა ისტორიის მანძილზე 4 სახელი შეიცვალა. ესენია:ალფონსო" XIII", "პრესიდენტე", "გენერალისიმო", "დელ რეი". ტურნირის ისტორიაში პირველად მადრიდულ-კატალონიული დაპირისპირება 1902 წელს შედგა, როდესაც გათამაშებას "ალფონსოს თასი" ერქვა. მატჩი "ბლაუგრანამ" 3-1 მოიგო. მოცემულ შეხვედრაში მონაწილეობას "ბარსელონას" დამაარსებელიც იღებდა,საუბარია ჰანს გამპერზე.

ყველაზე მეტჯერ ტურნირი "ბარსას" აქვს მოგებული (26), ამიტომაც უწოდებენ კლუბს თასების მეფეს.

"დელ რეის თასის" მოქმედი გამარჯვებული "ბარსელონაა", რომელმაც ფინალში "ატლეტიკ ბილბაო" დაამარცხა. კიდევ ერთხელ ფინალში სათამაშოდ, ტიტოს გუნდმა მადრიდის "რეალი" უნდა დაამარცხოს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.