რამოსი პირველ „კლასიკოს“ გამოტოვებს
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, "მალაგას" დამარცხების (2 მატჩის ჯამში 6:4) შემდეგ, "ბარსელონა" 1/2-ფინალში გავიდა, სადაც კატალონიელებს მადრიდის "რეალი" ელოდება. დედაქალაქური გუნდი პირველ მატჩს სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება.
აქამდეც ცნობილი იყო, ტრავმების გამო, "რეალს" კასილიასი და პეპე, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო დი მარია და კოენტრაუ არ ეყოლებოდა. ამას დაემატა სერხიო რამოსის დისკვალიფიკაცია.
"სელტასთან" მიღებული წითელი ბარათის გამო, "რეალის" მე-4 ნომერს 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. მართალია, წესით, მე-5 თამაში ლა ლიგაში, "ხეტაფესთან" უნდა შედგეს, მაგრამ როგორც ირკვევა, ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩი იმ ტურნირზე უნდა მოიხადოს, სადაც წითელი ბარათი მიიღო. ამრიგად, რამოსი "ხეტაფესთან" ითამაშებს, ხოლო თასზე გასამართ პირველ "ელ კლასიკოს" გამოტოვებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]