„ბარსამ“ დეულოფეუ „ესპანიოლში“ არ გაუშვა

„ბარსამ“ დეულოფეუ „ესპანიოლში“ არ გაუშვა

18 წლის შემტევი ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონამ" თანაქალაქელ "ესპანიოლში" არ გაანათხოვრა. აღნიშნულ ინფორმაციას Cat Radio ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა კატალონიელ ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავს. მათ შორის იყო ბარსელონას "ესპანიოლი", რომელსაც დეულოფეუს არენდით აყვანა სურდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ამ ტრანსფერის წინააღმდეგ წავიდა.

ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონას" აკადემიაში 2003 წელს მივიდა. 2011 წელს, ის "ბარსა ბ"-ში გადაიყვანეს, სადაც 53 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. კატალონიელთა პირველ გუნდში, ახალგაზრდა შემტევს 5-ჯერ უთამაშია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.