"ბარსა"-"ესპანიოლი" - იცით თუ არა, რომ...

"ბარსა"-"ესპანიოლი" - იცით თუ არა, რომ...

გთავაზობთ, "ბარსელონასა" და "ესპანიოლის" დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს.

  • "ბარსელონასა" და "ესპანიოლს" ერთმანეთში 157-ჯერ უთამაშიათ. "ბარსამ" 87-ჯერ მოიგო, "ესპანიოლმა" - 34-ჯერ, ხოლო 36 თამაში ფრედ დასრულდა;
  • "კამპ ნოუზე" გამართული დაპირისპირებების სტატისტიკა ასეთია: მასპინძლებმა 60-ჯერ მოიგეს, 10-ჯერ ფრედ ითამაშეს და 9-ჯერ წააგეს;
  • ყველაზე დიდი ანგარიშით (5:0) "ბარსამ" "ესპანიოლი" 5-ჯერ დაამარცხა;
  • "კამპ ნოუზე", "ესპანიოლის" წინააღმდეგ, ლიონელ მესიმ 5-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა;
  • გასული სეზონის მიწურულს, "კამპ ნოუზე", პეპ გვარდიოლას გაცილების მატჩში, "ბარსამ" "ესპანიოლი" 4:0 გაანადგურა და ოთხივე გოლი მესიმ გაიტანა;
  • ანდონი სუბისარეტამ, რომელიც ამჟამად "ბარსას" სპორტული დირექტორია, "ესპანიოლის" წინააღმდეგ 32-ჯერ ითამაშა. ეს კატალონიუდი დერბის რეკორდია;
  • ჩავი ერნანდესს კატალონიურ დერბიში 25-ჯერ უთამაშია (სულ 2.121 წუთი), რაც სუბისარეტასა და კინის შედეგის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია;
  • ამჟამად, "ბარსელონასა" და "ესპანიოლს" შორის, სხვაობა 34 ქულაა. გათამაშების ამ ეტაპზე, სხაობა ასეთი დიდი არასდროს ყოფილა;

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.