ინიესტა: "დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია"

ინიესტა: "დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია"

ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში, "ესპანიოლთან" გასამართი მატჩის წინ, "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა აცხადებს, რომ დერბი ყოველთვის განსაკუთრებული თამაშია.

"დერბი სხვა მატჩებისგან განსხვავდება. ამას იმ დროიდან მოყოლებული ვგრძნობთ, როდესაც ასაკობრივ გუნდებში ვთამაშობდით. ეს დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა. დერბის მოგება საკმაოდ რთულია, რადგან ის დაძაბულ და ინტენსიურ ბრძოლაში მიმდინარეობს. ყურადრებით უნდა იყო, რათა შეცდომა არ დაუშვა. ამიტომ, "ესპანიოლთან" გასამართი შეხვედრის წინ, ჩვენ შესაბამისი განწყობა გვაქვს." - აცხადებს ანდრეს ინიესტა.

ესპანეთის ჩემპიონატის 17 ტურის შემდეგ, "ბარსელონა" გათამაშებას დიდი სხვაობით ლიდერობს, ხოლო "ესპანიოლი", რომელსაც მხოლოდ 15 ქულა აქვს, გასავარდნ ზონაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 6 იანვარს, თბილისის დროით 22 საათზე, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.