ოფიციალურად: პუიოლს, ჩავის და მესის კონტრაქტები გაუხანგრძლივდათ

  • 18-12-2012, 19:58
  • ოფიციალურად: პუიოლს, ჩავის და მესის კონტრაქტები გაუხანგრძლივდათ

     

    "ბარსელონამ" შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ კარლეს პუიოლთან, ჩავი ერნანდესთან და ლეო მესისთან.

     

    კარლეს პუიოლი, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2013 წლის 30 ივნისს უმთავრდებოდა კლუბში მინიმუმ 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

     

    ჩავი ერნანდესს კლუბთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა მისი ავტომატურად გახანგრძლივება იყო შესაძლებელი. ახალი შეთანმხების თანახმად ჩავი "ბარსაში" 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება.

     

    ლეო მესის კლუბთან ხელშეკრულება 2016 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ახალი შეთანხმების მიხედვით "ბარსელონას" ღირსებას არგენტინელი 2018 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.

     

    ამგავარად დღეს დილით "ბარსელონამ" ყველას აცნობა, რომ კლუბის 3 უმნიშვნელოვანესს მოთამაშესთან იქნა შეთანხმება მიღწეული კონტრაქტების გახანგრძლივებაზე. უახლოეს კვირაში სამივე მათგანი ესტუმრება კლუბის ოფისს და ახალ ხელშეკრულებებს მოაწერენ ხელს.

    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    თეგები: მესი
    კომენტარები [ 0 ]
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    პარტნიორები
    Flashscore.ge
    Live TV