ფაბრეგასი: "იზოლირებული ვარ "ბარსაში" გადასვლაზე საუბრით"

ფაბრეგასი: "იზოლირებული ვარ "ბარსაში" გადასვლაზე საუბრით"

ცესკ ფაბრეგასმა ისაუბრა, ესპანეთის ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე და ასევე თქვა, რომ იგი არ აპირებს კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლას.

"ჩვენს ნაკრებში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მე მწვრთნელის გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ და რასაც იგი ამბობს, ვასრულებ. როცა მე ვთამაშობ, ყოველთვის ვცდილობ, ძალიან კარგად ჩავატარო მატჩი. თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ და ეს ესპანეთის ნაკრების დამსახურებაა. მე იზოლირებული ვარ "ბარსაში" გადასვლაზე საუბრით და მთელი ჩემი ყურადღება "მუნდიალზეა" გადატანილი. სამხრეთ აფრიკაში ჩამოვედი, რათა მონაწილეობა მივიღო ყველაზე დიდ საფეხბურთო წარმოდგენა, მსოფლიო ჩემპიონატში. ახლა იგივეს ვგრძნობ, რასაც 4 წლის წინ. მაშინ 19 წლის ვიყავი და პირველად ვიღებდი მონაწილეობას ამ უდიდეს ჩემპიონატში." ციტირებს ცესკის სიტყვებს The Telegraph.

წყარო: sports.ru 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.