ჩავი და "ბარსელონა" შეთანხმებასთან ახლოს არიან

ჩავი და "ბარსელონა" შეთანხმებასთან ახლოს არიან

 

დღეს გაიმართება "ბარსელონას" ხელმძღვანელების და ჩავის აგენტის, ივან კორეთხას შეხვედრა, სადაც მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრებენ, იტყობინება "El Mundo Deportivo".

 

პირველი შეხვედრა 13 ნოემბერს გაიმართა, სადაც ახალი ხელშეკრულების გაფორმების საკითხში მხარეებმა დიდ პროგრესს მიაღწიეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ჩავი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს 2016 წლამდე გააფორმებს. ამას გარდა კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულების 1 წლით ავტომატურად გაგრძელება იქნება შესაძლებელია.

 

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი კონტრაქტი ჩავის "ბარსელონასთან" 2014 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.