ლაპორტა: ამერიკული კლუბი ანრისთვის იდეალური ვარიანტია

ლაპორტა: ამერიკული კლუბი ანრისთვის იდეალური ვარიანტია

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აცხადებს, რომ კლუბის თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ შესაძლოა დატოვოს მათი რიგები. საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს "ბარსასთან" კონტრაქტი 2011 წლამდე აკავშირებს, მაგრამ ორივე მხარე მზადაა შეწყვიტოს კონტრაქტი. ანრის საკუთარ რიგებში ხილვა სურს MLS-ის გუნდს, "ნიუ იორკს", იტყობინება "სპორტ-ექსპრესი".
"ჩვენი აზრით, ამერიკულ კლუბში კარიერის გაგრძელება ანრისთვის იდეალური ვარიანტია. ახლა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ყველა მხარე კმაყოფილი იყოს", - განაცხადა ლაპორტამ L'Equipe-სთან ინტერვიუში.

წყარო: Soccer.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.