სევილიაში ზედიზედ მე–8 გასვლითი გამარჯვებისთვის

სევილიაში ზედიზედ მე–8 გასვლითი გამარჯვებისთვის

 

პრიმერას ისტორიაში საუკეთესო სტარტი პირდაპირ კავშირშია სტუმრად ნაჩვენებ იდეალურ შედეგებთან. ტიტო ვილანოვას გუნდმა სტუმრად 27 გოლი გაიტანა და პირველი 7 გასვლითი მატჩიდან ყველა მოიგო. გუნდმა გაიმარჯვა "ოსასუნასთან" (1:2), "ხეტაფესთან" (1:4), "სევილიასთან" (2:3), "დეპორტივოსთან" (4:5), "რაიო ვალეიკანოსთან" (0:5), "მალიორკასთან" (2:4) და "ლევანტესთან" (0:4).

 

ამგვარად "ბარსელონამ" შარშანდელი მიღწევა გაიმეორა, როცა "ოსასუნასთან" მარცხის შემდეგ (3:2) ზედიზედ 7 გასვლით შეხვედრაში იმარჯვა ("ატლეტიკო", "რასინგი", "სევილია", "მალიორკა", "სარაგოსა", "ლევანტე" და "რაიო").

 

საუკეთესო შედეგი 2 სეზონის წინ იყო

 

"ბეტისის" სტადიონზე "ბარსა" მე–8 გასვლითი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ეს გუნდს ლიდერობის შენარჩუნებაში დაეხმარება და 3 ქულას აიღებს იმ სტადიონზე, სადაც რთულია გამარჯვების მოპოვება. გამარჯვების შემთხვევაში ტიტო ვილანოვას შეგირდებს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებლთან მიახლოვება შეუძლიათ.

 

თუკი სეზონის ამ ეტაპზე ვისაუბრებთ გუნდს საუკეთესო მაჩვენებელი 2010/11 სეზონში ჰქონდა. მაშინ პეპ გვარდიოლას შეგირდებმა ზედიზედ 10 გასვლით შეხვედრაში იმარჯვეს. გუნდმა მაშინ დაამარცხა "რასინგი", "ატლეტიკო", "ატლეტიკი", "სარაგოსა", "ხეტაფე", "ალმერია", "ოსასუნა", "ესპანიოლი", "დეპორტივო" და "ერკულესი". ეს რეკორდი, ისევე როგორც შესაძლო წლევანდელი რეკორდი სეზონის სტარტზე იქნა მიღწეული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.