ცნობილია "ესპანიოლთან" და "მალაგასთან" გასამართი მატჩების განრიგი

ცნობილია "ესპანიოლთან" და "მალაგასთან" გასამართი მატჩების განრიგი

 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერას პირველი წრის ბოლო 2 ტურის მატჩების განრიგი გამოაქვეყნა. საახალწლო შესვენების შემდეგ "ბარსელონა" შინ უმასპინძლებს "ესპანიოლს". მატჩი 6 იანვარს, 19 საათზე დაიწყება. "მალაგაში" გამგზავრება გუნდს 1 კვირის შემდეგ, 13 იანვარს მოუწევს. შეხვედრა 21 საათზე დაიწყება.

 

"ბარსელონას" საახალწლო არდადეგებამდე კიდევ 4 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. კატალონიელები ხვალ "ბეტისს" ესტუმრებიან, მატჩი 21 საათზე იწყება. ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალური შეხვედრა ოთხშაბათს, 12 დეკემბერს გაიმართება. "კორდობასა" და "ბარსელონას" მატჩი 20 საათზე დაიწყება. მადრიდის "ატლეტიკოსთან" დაპირისპირება "ნოუ კამპზე" 16 დეკემბერს, 21 საათზე დაიწყება, ხოლო წლის უკანასკნელ შეხვედრაში კატალონიელები 22 დეკემბერს "ვალიადოლიდს" ესტუმრებიან, მატჩი 18 საათზე იწყება.

 

შემდეგ მატჩების განრიგი:

9 დეკემბერი: "ბეტისი" – "ბარსელონა", 21 საათი

12 დეკემბერი: "კორდობა" – "ბარსელონა", 20 საათი

16 დეკემბერი: "ბარსელონა" – "ატლეტიკო", 21 საათი

22 დეკემბერი: "ვალიადოლიდი" – "ბარსელონა", 18 საათი

6 იანვარი: "ბარსელონა" – "ესპანიოლი", 19 საათი
13 იანვარი: "მალაგა" – "ბარსელონა", 21 საათი

*საათები მოცემულია ესპანეთის დროით

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.