ანრი: "თუ იღებ მონაწილეობას ტურნირში, იბრძვი მხოლოდ გამარჯვებისათვის

ანრი: "თუ იღებ მონაწილეობას ტურნირში, იბრძვი მხოლოდ გამარჯვებისათვის

კატალონიის "ბარსელონას" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩის შესახებ. შეგახსენებთ, რომ "მამლებმა" ვერ მოახერხეს 10 კაციანი ურუგვაის დამარცხება (მე–80 წუთზე გაძევებულ იქნა ლოდეირო). მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

"ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ პირველ მატჩზე, იმიტომ, რომ პირველ მატჩში დამარცხება ყველაფრის ქარისთვის გატანებას ნიშნავს, ხოლო თუ გაიმარჯვებ, ესე იგი ძალიან კარგი ჩემპიონატი გელის. შეიძლება, ჩვენი ჩემპიონობაზე საუბარი ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა თუ მონაწილეობას იღებ ტურნირში, იბრძვი გამარჯვებისათვის, ეს თავისთავად ასეა. მე იმედებს და თავდაჯერებულობას არასოდეს ვკარგავ." ციტირებს ტიერის სიტყვებს L'Equipe.

წყარო: sports.ru

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.